სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში საქართველოს ნაკრებთან შესახვედრად ემზადება

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სომხეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში (21 წლამდე ასაკის) დაიწყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრება და ევრო-2011 შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში (21 წლამდე ასაკის) დაიწყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრება და ევრო-2011 შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება.

როგორც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური იუწყება, სომხეთის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაში 7 სექტემბერს საქართველოში ჩატარდება.

სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” განცხადებით, სომხური გუნდის მწვრთნელთა შტაბმა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი ფლემინგ სერიცლევი ხელმძღვანელობს, ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები მოიწვია:

მეკარეები: გევორკ პრაზიანი, კარენ ისრაელიანი;

მცველები: არტაშეს არაკელიანი, არმენ ზაკარიანი, გაგიკ დაგბაშიანი, გრიშა ხაჩატრიანი, კამო ოგანესიანი, ვარაზდატ გაროიანი, ლევონ აირაპეტიანი;

ნახევარმცველები: არტურ იუზბაშიანი, ვალტერ პოგოსიანი, გრაჩ იაგანი, მასის ვოსკანიანი, არტაკ დაშიანი, არტაკ ალექსანიანი, სარქის კარაპეტიანი;

თავდაქმსხმელები: ზავენ ბადოიანი, გევორკ ბადალიანი.

2