კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.654-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 422.188-ს მიაღწია.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.654 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.196 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 443, იმერეთი – 322, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12. 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 384.712-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 33 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.853-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 31.595 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.881 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.024, აჭარაში – 661, იმერეთში – 798.
1.139 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.038 ადამიანი, მათ შორის 1.041  – თბილისში, 659 – აჭარაში. 23.678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.756 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7.125 პირი, აჭარაში – 4.138, იმერეთში – 2.375.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.654-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 422.188-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0