„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, დგებუაძის, ინტენსიფიკაციის, ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამრეწველო დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვის და გურამ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის და გელოვანის გამზირის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ალუბლების და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ზაქრაძის, იონა მეუნარგიას, გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, არჩილ ქურდიანის, გიორგი გურგენიძის, ვახტანგ მახალდიანის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, სტურუას, ხუდადოვის, გურამ ასათიანის, ეროსი მანჯგალაძის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის, ლალიონის, რკინიგზის და თოფურიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, არგვეთის, აჭარის, მარუაშვილის, სამშვილდეს, წყაროს, აგარის, აფხაზეთის, გოგი ზაზიშვილის და სარკინეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0