„სწავლა თუ გინდა...“ - 52 წლის სანდრა რულოვსი სტუდენტი გახდა და ახალ პროფესიას ეუფლება

© photo: Sandra Roelofs / FB სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი საკუთარი განათლების კუთხით არსებულ სიახლეებზე სოციალურ ქსელში წერს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა ფსიქოლოგიის პირველი კურსი წარმატებით დახურა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ყოფილი პირველი ლედი წერს, მეორე კურსისთვის ემზადება. გულშემატკივრები მას წარმატებებს უსურვებენ და აღფრთოვანებულები არიან ქალის გადაწყვეტილებით.
სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი — საქართველოს პირველი ლედი იყო 2004–2007 და 2008–2013 წლებში. არის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. დაიბადა ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. წყვილს ორი ვაჟი - ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0