ვაქცინაცია სოფლებში - პრემიერის ინიციატივა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ღარიბაშვილი: ქვეყანაში მორიგი „ლოკდაუნი" არ იქნება
„ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა სოციალური ქსელებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0