არჩილ სოლოღაშვილის ვაჟი მამასთან საუბარს ცდილობს – ბიჭუნას ვიდეო გულს გაგითბობთ

© Photo: Archil Sologashvili / FBარჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე
არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ნანატრი ბიჭი ზღაპრის გმირს ჰგავს. პატარა სანი ოჯახის ახალი წევრია, რომელმაც მშობლების ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. ნახეთ როგორ გამოიყურება მსახიობისა და ტელეწამყვანის პირველი შვილი.
ტელეწამყვანების წყვილს სანატრელი ბიჭუნა ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ შეეძინა. არჩილი და ნუცა სანის სახეს არ მალავენ. უსაყვარლესი ალექსანდრე სოლოღაშვილი პირველად საჯარო სივრცეში დაბადებიდან მალევე გამოაჩინეს. ქავთარაძე-სოლოღაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წარმატებული მსახიობისა და ტელეწამყვანის ქორწინება უკვე რვა წელს ითვლის. ახალბედა მშობლებს ვაჟი 1 მარტს შეეძინათ. ამის გამო ნუცა ქავთარაძემ ეკრანი დათმო და მეუღლესთან ერთად შვილის აღზრდას შეუდგა.
ალექსანდრე სოლოღაშვილის ნათლია თიკა ფაცაცია გახდა. უახლესი სურათები ნათლობის დღეს არის გადაღებული, რომელზეც პატარა ალექსანდრე სამი თვის არის. მისი პოპულარული მშობლები უთბილეს ფოტოკადრებს აქვეყნებენ.
ნუცა ქავთარაძემ, რომელიც ახალ სეზონში ტელეეკრანიდან საპატიო მიზეზით გაქრა, გაგუას კლინიკაში იმშობიარა, საიდანაც ვიდეო მისმა მეუღლემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა. პირველმა სწორედ მან გაავრცელა ეს სასიხარულო ამბავი.
საზოგადოება ნუცას და არჩილის მიმართ განსაკუთრებით თბილად არის განწყობილი, რადგან წყვილს 8 წლის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი და ნუცას ორსულობა ყველასთვის სასიხარული ამბავი აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0