მაკა ასათიანი სპეციალიზებული ეტლით გადაადგილდება - რა მოხდა ყოფილი დიზაინერის ოჯახში?

© Photo: Maka Asatiani / FBმაკა ასათიანი
მაკა ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
საქართველოში დაბრუნებული მაკა ასათიანი საავადმყოფოში მოხვდა. მის მოსანახულებლად მეგობრები მივიდნენ. რა შეემთხვა ულამაზეს ქალბატონს?
 სამშობლოში დაბრუნებული ბიზნესმენი ქალბატონის ცხოვრება თავდაყირა დადგა. მაკა ასათიანი ეტლით მოსარგებლე გახდა. მართალია, ეს დროებითია, თუმცა მისმა მეგობრებმა დიზაინერის თაყვანისმცემლებისა და ნათესავების აღელვება მარტივად მოახერხეს. ულამაზესი ქალბატონის ბავშვობის მეგობარმა სოციალურ ქსელში მაკას ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე კარგად ჩანს, რომ დიზაინერი ეტლით გადაადგილდება და ფეხი თაბაშირში აქვს ჩასმული. როგორც ფუფა გოგლიძე წერდა, მაკა თავს კარგად გრძნობს, თუმცა კოჭის მოტეხილობა აქვს.
მიუხედავად უამრავი ტრაგედიისა მაკა ასათიანი შინაგან სილამაზეს არ კარგავს. მის მშვენებას დრო ვერ ცვლის, ვერც განვლილი ცხოვრება და უამრავი ტკივილი. ცნობილია, რომ მაკა ასათიანს წლების წინ ჯერ მამა – კახი ასათიანი მოუკლეს, მოგვიანებით კი მამაკაცი, რომელსაც მაკა ძალიან უყვარდა – დუდუ დადიანი. დუდუს, იგივე დავით დადიანს 90- იანების პრინცსაც უწოდებდნენ. მაკას პირადმა ცხოვრებამ და შინაგანმა სამყარომ დიდი გარდატეხა განიცადა. საზოგადოება მის მუდამ შავ ჩაცმულობას სწორედ ცხოვრებისეულ განვლილ ეტაპებს უკავშირებს.
მაკა ასათიანს მერაბ ჟორდანიასგან ორი ვაჟი – კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს. მათ სიყვარულზე ქალაქში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მერაბი მაკას ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, ხალხი გაოგნებით ისმენდა და კითხულობდა. მაგრამ მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით სილამაზის ეტალონი ცოლად კოტე გოგელიამ მოიყვანა. ცნობილია, რომ კოტე გოგელია რუსეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ბიზნესმენია. წყვილს ერთი ვაჟი – კოსტა გოგელია შეეძინა.
ცნობილი ქართველი წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს. პროფესიით აღარ მოღვაწეობს, სამაგიეროდ ახალი გატაცება აქვს. შვეიცარიაში საკუთარი ხელით მცირე ბაღი მოაწყო, სადაც ხილ-ბოსტნეულს უვლის და ოჯახს ნატურალური პროდუქტებით კვებავს. ხუმრობს, რომ სამზარეულოს ნაცვლად ბოსტანში ტრიალებს. ამბობს, რომ თბილისი და ადამიანები ენატრება.
ყველა ახალი ამბავი
0