კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.264-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 404.023-ს მიაღწია.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.264 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 676 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 224, იმერეთი - 84, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 62, ქვემო ქართლი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 35, შიდა ქართლი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 19, გურია - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 374.753-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.714 მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.530 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.247 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.870, იმერეთში – 661, აჭარაში – 497.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
COVID-19 საქართველოში – 26 ივლისის მონაცემები
967 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 216 პირი, მათგან თბილისში – 163, იმერეთში - 13, აჭარაში – 5. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.737 ადამიანი, მათ შორის 924 - თბილისში, 523 – აჭარაში. 16.546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 54, ხოლო აჭარაში – 8 .
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17.023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6.078 , აჭარაში – 2.861 , იმერეთში – 1.986.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.264-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 404.023-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0