COVID-19 საქართველოში – 26 ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 374.753 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.714, სულ აცრილია - 404.339 მოქალაქე
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.264-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 404.023-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 374.753 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.665), გარდაიცვალა – 5.714 (ბოლო 24 საათში – 26), კარანტინის რეჟიმშია 62, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.247 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.737 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19.375 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.807, PCR–ტესტით – 9.568.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,52%, ბოლო 14 დღის - 5,73%, ბოლო 7 დღის - 6,44%.
სულ აცრილია - 404.339 ადამიანი, დღიურად აცრილია - 1.572 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0