Pfizer-ზე თავისუფალი ადგილები 14 აგვისტომდე არ იქნება

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ორშაბათიდან Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაციის პროცესში ჩაირთვება საქართველოს მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულება - დაახლოებით 120 ამცრელი ბრიგადა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. საქართველოში გამოვლინდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ვაქცინის რეგისტრაციაზე - 24 საათში Pfizer-ის ვაქცინის 163 ათასზე მეტი დოზა დაიჯავშნა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ეპიდემიოლოგის თქმით, დღეში აიცრება 7-8 ათასი ადამიანი, რაც დაბალი მაჩვენებელია.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
როგორ უნდა აიცრან მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე ვერ დარეგისტრირდნენ - გაბუნიას პასუხი
„აცრები დაიწყება ხვალიდან. დღიური აცრა Pfizer-ზე, რაც დაჯავშნილია, გამოდის სადღაც 7.000-დან 8.000-მდე, რომელიც არ არის საკმარისი. ეს მინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად გაიზრდება ამცრელ დაწესებულებათა რაოდენობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, 14 აგვისტომდე Pfizer-ზე ყველა ადგილი დაჯავშნილია. ვაქცინის ახალი პარტია კი მომავალი კვირიდან შემოვა.
„მომავალ კვირაში ლიმიტირებული, მაგრამ გარკვეული რაოდენობა გამოჩნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება ვაქცინაციის მეტი ხელმისაწვდომობისვის.
„ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის აუცილებელი იქნება ტელეფონით დაჯავშნა, ასევე შეეძლებათ ცოცხალი რიგით მისვლა ცხელ ხაზებზე დარეკვით. ვეცდებით, ვირტუალური კაბინეტები ყველა დაწესებულებაში იყოს, სადაც ადამიანს შეეძლება მისვლა და აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან დაძაბულია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ატარონ პირბადე და თავი აარიდონ დიდ თავშეყრებს, როგორიცაა, მაგალითად, ფესტივალები.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 26 ივლისიდან პრეპარატ Pfizer-ოთ ვაქცინაციას დაიწყებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედი 120 ამცრელი ბრიგადა.
კარანტინი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
საქართველოში COVID-19-ზე არასრულწლოვანთა ვაქცინაციის წესები განისაზღვრა
აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 23 ივლისს ღამით შემოვიდა.
Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ, მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეეძლოთ.
25 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ოთხი სხვადასხვა ვაქცინით ორჯერადად 139.289 ადამიანი აიცრა. დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეს შეადგენს.
ვაქცინაცია საქართველოში: რატომ არ დაუდასტურდა ჯავშანი 5 ათასამდე ადამიანს >>
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ვაქცინაცია - 5 ივლისს.
ყველა ახალი ამბავი
0