„საოცრად ლამაზია“ – როგორ შეიცვალა ვასო ფხაკაძის ქალიშვილი და ვის დაემსგავსა გოგონა

© Facebook / Vaso Pkhakadzeვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი
ვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
იუმორისტ ვასო ფხაკაძის ქალიშვილი თოჯინას შეადარეს. გოგონას საუცხოო გარეგნობა გაგაოცებთ. ნახეთ ვის ჰგავს პატარა ნინა ფხაკაძე.
შეუდარებელმა მოდელმა ლიკუნა მეტრეველმა მსახიობ ვასო ფხაკაძეს ორი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ აჩუქა. ნინა და ნიტა ფხაკაძეები დედ-მამის დამსახურებით ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან. ისინი ტყუპებივით იზრდებიან. ვიდეოების მიხედვით გოგონები დედასთან დიდ დროს ატარებენ. სამაგიეროდ იუმორისტ მამას ისინი გადაღებებზე დაჰყავს.
ვასო ფხაკაძე სელებრითებს შორის დიდი პოპულარობით არა მხოლოდ იუმორის გრძნობის გამო სარგებლობს. მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. იუმორისტის განსაკუთრებული განხილვა მასზე ბევრად უმცროსი ცოლის მოყვანის შემდეგ დაიწყეს.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად „მთავარი არხის" იუმორისტული გადაცემის მსახიობი თავისუფალ დროს ოჯახის გარემოცვაში ატარებს. კორონავირუსის გავრცელების გამო რამდენიმე თვეა ნინა და ნიტა ფხაკაძეები და მათი მშვენიერი დედა ქალაქგარეთ იმყოფებიან. მოდელმა დედამ გოგონებს ფოტოსესია მოუწყო. როგორც ირკვევა, მსახიობისა და მოდელის უმცროს ქალიშვილს ფოტოგადაღებები არ იზიდავს. ამიტომ ვასოსა და ლიკუნას გვერდზე უფროსი ქალიშვილის სურათები დომინირებს. პატარა ანგელოზებს მამას ამსგავსებენ. ნინა 6 წლის, ხოლო ნიტა 4 წლისაა. როგორც ლიკუნა ამბობს, იუმორისტი მზრუნველი მამაა. მათი დაბადებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული მათ აღზრდასა და მოვლაში.
კოლეგები ვასო ფხაკაძის დაოჯახებას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ტელესახე ჰყვება, რომ ბევრმა მეგობარმა ხელიც კი ჩაიქნია მის დაქორწინებაზე. მაგრამ სიყვარული უეცრად მოვიდა და ვასოს გულში სამუდამოდ შეიჭრა. საზოგადოებაში ინფორმაციამ მალე გაჟონა. აღმოჩნდა, რომ ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს.
მათი ორი ქალიშვილი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მშვენიერი ლიკუნა მეტრეველი გახდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა.
ყველა ახალი ამბავი
0