ანუკი არეშიძის მოდური მამის ფოტოები – ბადრი არეშიძე უსიმპათიურესია

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
თბილისის მერის მეუღლეს არანაკლებ მოდური მამა ჰყოლია. ანუკი არეშიძემ საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა მამა გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურება ბადრი არეშიძე.
ცნობილი დიზაინერი სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. მისი კონტენტი საინტერესო და შემოქმედებითი თემატიკითაა შევსებული. ასე აღმოჩნდა საზოგადოებისთვის უცნობი ანუკის მამა ცოტა ხნის წინ მისი ერთ-ერთი „სთორის“ გმირი.
ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. მისი დედა ნინო ჭუმბურიძეა, მამა - ბადრი არეშიძე. ანუკის საზოგადოებისთვის ცნობილი ძმაც ჰყავს. გიორგი არეშიძე წლების წინ თბილისის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, დედა კი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგია.
გასულ წელს აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ანუკი არეშიძის დედის ირგვლივ ხმაური ატყდა. ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ სასტუმროში მედპერსონალის შეკრების დროს ანუკი არეშიძის დედაც იქ იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირებისა და სასტუმროს ჩაკეტვის შემდეგ ის სასტუმროდან ცალკე გამოიყვანეს. ეს ჭორი ჭორადვე დარჩა. ანუკიმ კი მედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მშობლების სიყვარული მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მაგალითია.
მიუხედავად იმისა, რომ ანუკი არეშიძის მშობლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებენ, ანუკი მათ სურათებს ხშირად აქვეყნებს. პანდემიამდე ბადრი და ნინო სიძესთან და ქალიშვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მოგზაურობდნენ. ახალგაზრდა ბაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა ლევან კალაძესთან, კახისა და ანუკის უფროს ვაჟთან ჩამოუყალიბდა.
ყველასათვის ცნობილია, რომ დიზაინერის მამას ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ყველას ახსოვს ცნობილი დიზაინერის პოსტი, სადაც წერდა, რომ მამამისმა ბანანი მოიყვანა. ანუკი არეშიძე მამის ჰობის თავადაც დაეუფლა და სოფელში ჩასვლისთანავე მისი სოციალური ქსელი ფერმერობის ამსახველი ფოტოებით აჭრელდა. „მამაჩემმა ბანანის მოსავალი მიიღო. მოსავალი შეიძლება დიდი სიტყვაა ამ პაწაწინა არსებებისთვის, მაგრამ ეს თბილისში მოხდა და თან ასეთი რაოდენობა დიდი შრომის ფონზე. 8 წელია ამ უგემრიელეს ხეს უვლის“, – წერდა ანუკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0