ლელა წურწუმიას შვილი შეყვარებულია – ვინ არის პოპ-დივას მომავალი სიძე? – ფოტოები

© Facebook / Kakhi Mamulashviliლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი შვილთან ერთად
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
შეუდარებელი მომღერლის ქალიშვილი შეყვარებულთან ერთად პოზირებს. წყვილი ერთად გამოჩნდა ლელა წურწუმიას კონცერტზე, რომელიც გასულ წელს ზღვისპირა ქალაქში ჩატარდა. ნახეთ როგორ უხდებიან ერთმანეთს მარიკო მამულაშვილი და თორნიკე წერეთელი.
მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილის ქალიშვილი რამდენიმე წელია შეყვარებულია. წყვილი ურთიერთობას 2017 წლიდან მალავდა, თუმცა ყველაფერი შარშანდელმა ზაფხულმა შეცვალა.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მარიკოს რჩეული მამულიჩას და ლელას ძალიან დაუახლოვდა. თორნიკე წერეთელი მოცეკვავეა. ის ქართულ ნაციონალურ ბალეტში წლებია მოღვაწეობს. წყვილი ერთად პოპ-დივას კონცერტს დაესწრო, საიდანაც მათი ერთობლივი სურათები გავრცელდა.
რამდენიმე თვის წინ პოპ-დივას ქალიშვილს 19 წელი შეუსრულდა, ის უკვე სტუდენტია, ტურიზმზე სწავლობს და პარალელურად ფოტოგრაფიით არის გატაცებული. რაც შეეხება მომავალ სიძეს, პოპ-დივას პროდიუსერი თორნიკეს უფროს მეგობრად იქცა. ისინი ერთად ხშირად ისვენებენ და აუზიდან სახალისო ფოტოებსაც აქვეყნებენ.
ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ.
მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ კომპოზიტორების და მათ მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს. მამულიჩას პირველი ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სამი წლის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0