„მერე რა რომ ვიღაცისთვის იდეალური არ ვარ...“ – თიკა ჯამბურია ცელულიტებს არ მალავს – ფოტო

© courtesy of Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
თიკა ჯამბურია თამამ ფოტოს აქვეყნებს და საკუთარი სხეულის უცნობ დეტალებს საზოგადოებას უზიარებს. მომღერალი თვლის, რომ ცელულიტები სადარდებელი ნამდვილად არაა.
მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში გოგონებს მიმართავს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ცელულიტები ეტყობა. როგორც თიკა წერს, საკუთარ თავთან ჰარმონიული ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც ის შეიყვარა ისეთი, როგორიც არის, და იმავეს მოუწოდებს იმ გოგონებს, რომლებიც ზედმეტად დარდობენ უმნიშვნელო ფიზიკური პრობლემების გამო.
ცოტა ხნის წინ მომღერალი 30 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. პოპულარული მომღერალი რამდენიმე თვეა საუკეთესო ფორმაშია. ზედმეტ კილოგრამებს აქტიურად ებრძვის დაბალანსებული კვებით და ფეხით სიარულით. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.
აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია. „საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გავხდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა თიკამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.
მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.
ყველა ახალი ამბავი
0