„მეც ვიძალადე ბესო ზანგურზე...“ – რუსკა მაყაშვილის სკანდალური განცხადება

© photo: Ruska Makashvili / FBრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
რუსკა მაყაშვილმა მისი დის და ბესო ზანგურის ურთიერთობის სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა. მსახიობმა გაამხილა, რატომ მიიღო ნინუცამ საჯაროდ ბესო ზანგურზე ყველაფრის თქმის გადაწყვეტილება.
მსახიობი რუსკა მაყაშვილი გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო. მან თავისი დის ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის რთული ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა. რუსკამ გაიხსენა, რომ ოჯახმა არ იცოდა, თუ ბესო ნინუცას ფიზიკურად უსწორდებოდა, რადგან ნინუცა ამას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა. თუმცა როდესაც ეს ყველაფერი მათ გაუმხილა, ბესო იყო მათთან სახლში მისული და ნინუცა ტყუილში დაადანაშაულა.
რუსკა იხსენებს, რომ მაშინ დედა ბესოს ცალკე ოთახში ესაუბრებოდა, რომ არ გაატანდა შვილს და ამ დროს მან თავი ვერ შეიკავა და მსახიობს თავში სავარცხელი ჩაარტყა, რითიც იმ მომენტში თმას ისტერიულად ივარცხნიდა.
ბესო ზანგური - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ყვითელი ამბები
„აღსრულდა სამართალი. დავრჩი უსახლკაროდ...“ – ბესო ზანგური განცხადებას ავრცელებს
„დიდი კონფლიქტი იყო, პირადად ჩემი მხრიდან. შეიძლება ითქვას, მეც ვიძალადე, მაგრამ მოძალადეზე ძალადობა მაგ მომენტში აფექტის მდგომარეობიდან გამომდინარეობდა. თეატრში გვქონდა კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი“, – აღნიშნა რუსკა მაყაშვილმა. 
მან ასევე ისაუბრა იმ გარემოებაზე, რის გამოც ნინუცამ ყოფილი ქმრის ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბრის გადაწყვეტილება მიიღო.
„ბესო გამოვიდა და თქვა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ არის კარგი მამა და იყო კარგი ქმარი. ჩემ დას ვკითხე, უსმენ, რას ლაპარაკობს-მეთქი? არ არის ეგრე. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ბევრმა ადამიანმა. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ნინუცა ასეთ მდგომარეობაში იყო. ბესო მასზე ძალადობდა ფსიქოლოგიურადაც. ძალიან ნიჭიერი კაცია, საოცრებებს იგონებდა, მანიპულატორია“, – ამბობს რუსკა.
მსახიობი ბესო ზანგური მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ყვითელი ამბები
„დაიწყონ გამოძიება, მე ცოლები ნინუცამდეც მყოლია და ახლაც მყავს...“ – ბესო ზანგური
მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი 19 წლის გა­თხოვ­და. ნი­ნუ­ცას პირ­ვე­ლი ქმა­რი თე­ატ­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი იყო. წყვილს და­ო­ჯა­ხე­ბი­დან მალე ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას აღ­ზრდა­ში ნი­ნუ­ცას დედა ეხ­მა­რე­ბა. ბესო ზან­გურს ამ­ჟა­მად მე­ო­თხე მე­უღ­ლე ჰყავს, ნი­ნუ­ცა მე­ო­რე იყო. ნინუცას ქმართან დაშორების მიზეზებზე 11 წელი არსად უსაუბრია, თუმცა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი” დუმილი დაარღვია და, როგორც გაირკვა, ის ძალადობას გაექცა.
როგორც მსახიობი იხსენებს, არ ახსოვს პირველად როდის აღმართა მეუღლემ მასზე ხელი, თუმცა ახსოვს, რომ ორსულად იყო, როცა მისი ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან სცემა. შემდეგ ბოდიშები უხადა და საჩუქრები მიუტანა. თუმცა როდესაც ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, მიხვდა, რომ ამისგან თავი უნდა დაეღწია. მსახიობის თქმით, ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც მეუღლე გას­ტრო­ლებიდან ღამის 4 სა­ათ­ზე დაბრუნდა და ღამის 4-დან 8 საათამდე სცემდა.
ნინუცა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ყვითელი ამბები
„ოჯახის წევრების თვალწინ მცემა ორსული...“ - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან დაშორებაზე
ამ განცხადების შემდეგ, აპრილის ბოლოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და თავად მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
 
ყველა ახალი ამბავი
0