https://sputnik-georgia.com/20210722/--------252390446.html
დაწესდება თუ არა ახალი რეგულაციები: მინისტრის მოადგილის განმარტება
დაწესდება თუ არა ახალი რეგულაციები: მინისტრის მოადგილის განმარტება
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T14:49+0400
2021-07-22T14:49+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_0:17:1080:625_1920x0_80_0_0_55b3d4e19147186fc0c456ab1cfdcde7.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება, უბრალოდ საუბარია მოქმედი რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 2.261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.გაბუნიას თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეები კოვიდ-რეგულაციებს შესაბამისად აღარ იცავენ.„ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია და ეს ტენდენცია მაისის პიკურ პერიოდს ჰგავს. თუ როგორი იქნება ზაფხულის პიკური მაჩვენებელი, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარის რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მობილობა ამ რეგიონშია.„რეგიონებში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, სადაც ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ამიტომაც აჭარაში ვირუსის გავრცელების რისკები მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბათუმში რეგულაციებს სათანადოდ არ იცავენ, ასევე ირღვევა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლება დაწესებული კოვიდ-რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს.
https://sputnik-georgia.com/20210722/gabunia-bavshvebshi-koronavirusis-shemtxvevebi-imatebs-252390107.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_112:0:968:642_1920x0_80_0_0_f6f86dad1ec3f996cd7152c65dbd0cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
დაწესდება თუ არა ახალი რეგულაციები: მინისტრის მოადგილის განმარტება
14:49 22.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება, უბრალოდ საუბარია მოქმედი რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 2.261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
გაბუნიას თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეები კოვიდ-რეგულაციებს შესაბამისად აღარ იცავენ.
„ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი საკმაოდ მზარდია და ეს ტენდენცია მაისის პიკურ პერიოდს ჰგავს. თუ როგორი იქნება ზაფხულის პიკური მაჩვენებელი, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარის რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მობილობა ამ რეგიონშია.
„რეგიონებში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, სადაც ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ამიტომაც აჭარაში ვირუსის გავრცელების რისკები მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბათუმში რეგულაციებს სათანადოდ არ იცავენ, ასევე ირღვევა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლება დაწესებული კოვიდ-რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს.