https://sputnik-georgia.com/20210722/tika-facacia-252389548.html
„ეს ჩვენ ვართ“ – თიკა ფაცაციამ ხანდაზმული მშობლები და უსიმპათიურესი ძმა გამოაჩინა
„ეს ჩვენ ვართ“ – თიკა ფაცაციამ ხანდაზმული მშობლები და უსიმპათიურესი ძმა გამოაჩინა
Sputnik საქართველო
წარმატებული ტელესახე ოჯახურ იდილიას „ფოლოვერებს“ უზიარებს. თიკა კალათბურთელ ძმასთან და ხანდაზმულ მშობლებთან ერთად აგარაკზე ისვენებს. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T13:05+0400
2021-07-22T13:05+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248958716_0:19:1001:585_1920x0_80_0_0_a16ab6dc8e6b840f97d215cfb438b611.jpg
თიკა ფაცაციას ულამაზესი დედა ჰყავს. მანანა ფაცაცია უფროსი ქალიშვილის დახმარებით მოდურად გამოიყურება. როგორც ჩანს, ქალბატონი მოდის ტენდენციების მიმდევარია. თიკა და მანანა ფაცაციები სხვადასხვა გადაცემში ერთობლივად ხშირად ჩნდებოდნენ. მათი დუეტი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა, რადგან გულახდილი მანანა ფაცაცია თიკას ბავშვობის ისტორიებს განსაკუთრებული იუმორით იხსენებდა.„ყველაფერი, რაც ვარ მე - არის დედაჩემი. მთავარი გულშემატკივარი, კრიტიკოსი, ყველაზე დიდი მეგობარი დედაა. თითოეულ ჩემ გამოსვლას დედაჩემი აკონტროლებს. მის სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ძალა და ფასი აქვს“, – ამბობს თიკა. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს. ცოტა ხნის წინ თიკამ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ზაფხულის ცხელ დღეს ქალაქგარეთ ატარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248958716_0:0:1001:628_1920x0_80_0_0_e22a5cda6d3800d7f70319d45e2d97d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ეს ჩვენ ვართ“ – თიკა ფაცაციამ ხანდაზმული მშობლები და უსიმპათიურესი ძმა გამოაჩინა
13:05 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) წარმატებული ტელესახე ოჯახურ იდილიას „ფოლოვერებს“ უზიარებს. თიკა კალათბურთელ ძმასთან და ხანდაზმულ მშობლებთან ერთად აგარაკზე ისვენებს.
თიკა ფაცაციას ულამაზესი დედა ჰყავს. მანანა ფაცაცია უფროსი ქალიშვილის დახმარებით მოდურად გამოიყურება. როგორც ჩანს, ქალბატონი მოდის ტენდენციების მიმდევარია. თიკა და მანანა ფაცაციები სხვადასხვა გადაცემში ერთობლივად ხშირად ჩნდებოდნენ. მათი დუეტი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა, რადგან გულახდილი მანანა ფაცაცია თიკას ბავშვობის ისტორიებს განსაკუთრებული იუმორით იხსენებდა.
„ყველაფერი, რაც ვარ მე - არის დედაჩემი. მთავარი გულშემატკივარი, კრიტიკოსი, ყველაზე დიდი მეგობარი დედაა. თითოეულ ჩემ გამოსვლას დედაჩემი აკონტროლებს. მის სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ძალა და ფასი აქვს“, – ამბობს თიკა. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.
მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.
არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს. ცოტა ხნის წინ თიკამ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ზაფხულის ცხელ დღეს ქალაქგარეთ ატარებენ.