აზიური ფაროსანა

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

46
(განახლებულია 17:48 22.07.2021)
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მინდვრების დამუშავება აუცილებელია.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებს ამუშავებს, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ამ დროისათვის დამუშავებულია 16 ათასამდე ჰექტარი სიმინდის საყანე ფართობი, რომლის დამუშავება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2.520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, საყანე ფართობების დამუშავება აუცილებელია. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეცნო სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად.

ფერმერებთან შეხვედრისას გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რათა მავნებლის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დროულად ჩატარდეს და ფერმერებმა, ისევე, როგორც წინა წლებში, მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მიიღონ.

„გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით აზიური ფაროსანას გამრავლება-გავრცელება კონტროლქვეშ მოგვექცია. წელს, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა შემცირებული მავნებლის რაოდენობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერმერებმა გაითვალისწინეს სპეციალისტების რეკომენდაციები, დაიწყეს ხარისხიანი და მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. მავნებელთან ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.

 

46
თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (27)
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

12
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

12
თემები:
თბილისი დღეს
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

35
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

35