„ენა მებმის...“ – ფაქტი დათო ხუჯაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა – ვიდეო

© Facebook / Dato Khujadzeდათო ხუჯაძე
დათო ხუჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
მომღერალ დათო ხუჯაძეს თურმე მეტყველების პრობლემები ბავშვობიდან აწუხებს. ნახეთ რას უჩივის კონკრეტულად მომღერალი.
ცნობილმა მომღერალმა დათო ხუჯაძემ აღიარა, რომ საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა, თუმცა მეტყველების პრობლემა ბავშვობიდან აწუხებს. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მომღერალმა აღნიშნა, ენა ებმის და ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ნერვიულობს, სიმღერის დროს ეს არ ჩანს.
„რაც მე ნასიარულები მაქვს ლოგოპედებთან ბავშვობიდან, არ ვიცი. ნასწავლი მაქვს როგორ უნდა დავმშვიდდე ანერვიულებისას, ვმართო სუნთქვა და შემდეგ დავიწყო საუბარი. ამიტომ ვცდილობ სცენაზე ნაკლები ვისაუბრო. მაგისთვის მყავს ფორჩხიძე. ბავშვობაში განსაკუთრებით მიჭირდა. ლექსს ვსწავლობდი და შემდეგ ვერ ვყვებოდი დაფასთან“, – იხსენებს მომღერალი.
45 წლის მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. დათო ხუჯაძემ და მისმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ქორწილი აჭარაში გადაიხადეს. მისი მეუღლე პროფესიით მუსიკოსია. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია.
როგორც მოგვიანებით ხუჯაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუ­ჯა­ძე წლე­ბის წინ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბა­ში. მომ­ღე­რა­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ნა­თე­სავ­ზე ნა­თია ონი­ან­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ყო­ფი­ლი ცოლი სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეს და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ხედავს გო­გო­ნას.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от DATO (@datokhujadze)

დათო ხუჯაძე – ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ იქნა აღიარებული საქართველოში როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან-პრის მფლობელი. თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.
 
ყველა ახალი ამბავი
0