კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, აქცია
თბილისი, აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.415-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 393.360-ს მიაღწია.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.415 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.391 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი ქვემო ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 202, ქვემო ქართლი – 172, კახეთი – 149, იმერეთი – 147, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 97, შიდა ქართლი – 90, მცხეთა-მთიანეთი – 67, გურია – 47, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 368.073-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 26 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.618-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 19.643 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.584 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2 684, აჭარაში – 309, იმერეთში – 537.
899 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 189 პირი, მათგან თბილისში – 146, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.183 ადამიანი, მათ შორის 822 – თბილისში, 334 – აჭარაში. 13.876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13.165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.992, აჭარაში – 1.897, იმერეთში – 1.382.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.415-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 393.360-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0