კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© AP Photo / Alexander Zemlianichenkoპანდემია
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 390.945-ს მიაღწია.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.616 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.557 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 205, იმერეთი – 191, კახეთი – 152, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 128, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 367.130-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 26 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.592-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18.197 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.495 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2 667, აჭარაში – 279, იმერეთში – 536.
855 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 183 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.120 ადამიანი, მათ შორის 759 – თბილისში, 334 – აჭარაში. 12.582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12.720 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.694, აჭარაში – 1.685, იმერეთში – 1.399.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 390.945-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0