ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად

ჯანეტ ქერდიყოშვილის გოგონა დედის ფეხსაცმლით პოზირებს სასაცილო ვიდეო

276
(განახლებულია 22:47 19.07.2021)
ანა სულაბერიძე მოდელი დედის ფეხსაცმელს თამამად ირგებს და სახლში გადაადგილდება. დედა მას არაფერში ზღუდავს. უსაყვარლესი ვიდეო თავად ჯანეტმა გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ გაიზარდა ნოეს მესამე შვილი.

პატარა ფოტომოდელი უკვე ისეა გაზრდილი, რომ ფოტოგრაფსა და მოდელ დედას დიდი მონდომებით უჯერებს ფოტოსესიებზე. შედეგიც შეუდარებელია – ულამაზესი ანა ახლა ყურადღების ცენტრშია. ჯანეტ ქერდიყოშვილის ტრენდულ ინსტაგრამ-გვერდს ქალიშვილის პოზირებაც დაემატა. ყველაფრის მიუხედავად, ნოესა და ჯანეტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კვლავ აქტუალურია კითხვა: „დედას უფრო ჰგავს, თუ მამას?“

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Janeta Ker (@janet__kerdikoshvili)

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ჯანეტი ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად მოდელი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და მოდური გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე. ნოემ ცოლ-შვილთან ერთად თბილისს თავი დააღწია და ვარსკვლავური წყვილი შვილთან ერთად ახლა ბაკურიანში ნებივრობს. რამდენიმე ახალი ვიდეო და ტრენდული ფოტო ჯანეტმა საკურორტო ზონიდან გამოაქვეყნა.

ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი გასული წლის 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ანა სულაბერიძე მამას განსაკუთრებულად ჰგავს. ნოე ძვირფას დროს სამ შვილს თანაბრად უნაწილებს, ბავშვები, თავის მხრივ, მამის ყურადღებით კმაყოფილი არიან. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

276
თემები:
ქართველი სელებრითები (660)
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

2
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

2
ვაქცინაციის ცენტრი სავაჭრო ცენტრ Hualing Plaza-ში

საქართველოში უცხოელთათვის ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა: ვინ შეძლებს აცრას

31
უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამ კლინიკაში შეძლებენ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციართა იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ.

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის წინ შემოვიდა.
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე.
  • საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • საქართველოს მოქალაქეთა ოჯახების არარეზიდენტი წევრები;
  • ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მცხოვრებნი;
  • სადამკვირვებლო მისიების თანამშრომლები და საერთაშორისო დონორების მისიები.

როგორ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი

უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

აღნიშნული კატეგორიების უცხოელების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ განხორციელდება.

31