ნინი ბადურაშვილის გოგონა იუბილარია – ნახეთ როგორი სიურპრიზი მოუწყვეს სასტუმროში – ვიდეო

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
ნინი ბადურაშვილმა ქალიშვილის დაბადების დღიდან უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. გოგონას 8 წელი შეუსრულდა. ნახეთ ელენეს ემოციური ვიდეო ქობულეთიდან.
გასულ წელს ნინი ბადურაშვილმა ელენეს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო. მომღერალმა ქალიშვილის მეგობრები მცხეთის აგარაკზე მიიწვია. ელენე კუტალაძე წელს 8 წლის გახდა. მომღერლების ოჯახი, როგორც ჩანს, ქობულეთის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში ისვენებს, სადაც სასტუმროს პერსონალმა ელენეს შუაღამისას ტორტი მიუტანა და დაბადების დღე ასე მიულოცა. ვიდეოს ნინი ბადურაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აქვეყნებს.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ninibadura_Fans❤️ (@ninibadura_fans)

ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლებისა და ოჯახის წევრების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახდა. ამ ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ნინიმ ცხოვრების რთული ეტაპი კარიერისა და მუსიკის მეშვეობით გადალახა. მისი წარმატება დიდი შრომის ფასად შედგა.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Eka Kakhiani (@ekakakhiani)

საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება. სკოლის მოსწავლე და პოპულარული დედის შვილი, როგორც ჩანს, სწავლისთვის მოწადინებულია. ამის შესახებ „იმედის დილის“ ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენეს სწავლა არ უჭირს.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Eka Kakhiani (@ekakakhiani)

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 5 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი და ელენეს მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0