რუსთავის ციხე

საქართველოს ციხეებში იმყოფება მოსახლეობის 0,25%: ბოლო მონაცემები პატიმრების შესახებ

48
(განახლებულია 10:05 18.07.2021)
მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საქართველოს ციხეებში ასევე მოთავსებულია 536 უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის 1 ივნისისთვის 9,2 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 2.861 პირი წარსულში ნასამართლევი ან მსჯავრდებულია.

საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია სრულწლოვანი მამაკაცები, ქართულ საპატიმროებში სულ 327 ქალი იმყოფება.

პატიმართა ძირითადი ნაწილია - 26-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებია. აქედან ყველაზე მეტია 41-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 70 წელს ზემოთ ასაკის 86 პირი იხდის.

საქართველოს ციხეებშია მოთავსებული 53 არასრუწლოვანი პატიმარი, აქედან მხოლოდ 4 - გოგონაა.

მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი სასჯელს სამ ციხეში იხდის.

ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა

მსჯავრდებულთა საერთო რიცხვიდან 3,2 ათასი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კიდევ 3,2 ათასი მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულისთვის.

რაც შეეხება დანაშაულის სახეობებს, 3,8 ათასი მსჯავრდებული და ბრალდებული სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის, კიდევ 3,2 ათასი - ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - ესაა მკვლელობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, სექსუალური დანაშაული, ქურდობა, ყაჩაღობა და ა.შ. ასევე საქართველოს ციხეებში 2,9 ათასი ბრალდებული და მსჯავრდებული სასჯელს იხდის სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მსჯავრდებულთა მოქალაქეობა

მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, ამასთან საქართველოს ციხეებში 536 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია.

საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეები.

რით არიან დაკავებული პატიმრები საქართველოში

საქართველოში ციხეებში პატიმრებისთვის მრავალი პროგრამა არსებობს, მათ შორის სასკოლო სწავლება.

საერთო ჯამში, 43 პატიმარი აგრძელებს სწავლას საქართველოს სკოლებში, ხოლო კიდევ 25 ადამიანი, მიუხედავად სასჯელის მოხდისა, იღებს უმაღლეს განათლებას.

ასევე, პატიმარის ნაწილს მუშაობა შეუძლია. ამრიგად, 415 პატიმარი მუშაობს ციხის მეურნეობებში, 54 ადამიანი ინდივიდუალური საქმიანობით არის დაკავებული, 161 კი საწარმოებში მუშაობს. თავიანთი სამუშაოსთვის პატიმრები იღებენ ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეუძლიათ გადასცენ ოჯახს ან დახარჯონ ციხის მაღაზიებში.

გარდა ამისა, საქართველოს ციხეები დანერგილია პატიმრების წახალისების პრაქტიკა კარგი საქციელისთვის, რაც გულისხმობს დამატებით პაემნებბსა და სატელეფონო ზარებს.

 

48
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

12
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

12
თემები:
თბილისი დღეს
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

35
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

35