როდის მიიღებს საქართველო Pfizer-ის მორიგ პარტიას - გაბუნიას განმარტება

© photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) / FBვაქცინა აეროპორტის ტერმინალში
ვაქცინა აეროპორტის ტერმინალში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გამოწერა
Pfizer-ის მომდევნო პარტიები ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს.
თბილისი 17 ივლისი - Sputnik. საქართველო Pfizer-ის ვაქცინის მომდევნო პარტიას რამდენიმე დღეში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს შემოვიდა.
Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.
მინისტრის მოადგილე ვაქცინის მესამე პარტიის შემოსვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ვინც ამ დღეებში Pfizer-ის ვაქცინისთვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში ექნება. როგორც ცნობილია, 14 ივლისს პრეპარატ Pfizer-ით აცრისთვის ჩაწერა დაბრკოლდა - რეგისტრაციის ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობდა.
„ვიდრე არ დაჯდება ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტში, მანამდე ჩვენ თარიღს ვერ დავასახელებთ. მალე იქნება დამატებითი დოზების მოწოდება იმგვარად, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაცია ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ისრაელმა საქართველო მძიმე ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების წითელ ნუსხაში შეიყვანა
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, თუ რატომ გაიყო 14 ივლისს შემოტანილი ვაქცინის 28 ათასი დოზა ორ ნაწილად, თუ ქვეყანა მეორე პარტიას უახლოეს დღეებში მიიღებდა. მისი თქმით, ეს სტანდარტული პროტოკოლის ნაწილია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა მიყვება.
„ამ კუთხით ჩვენ ცუდი გამოცდილება მივიღეთ AstraZeneca-სთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვქონდეს გარანტირებული დოზები მეორედ ვაქცინაციისთვის. მოგვისწრებს დამატებითი პარტიები, რაც გააფართოებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ უკვე მეტი ადამიანი მოვიცვათ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 345.295 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 128.096 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0