COVID-19 საქართველოში – 16 ივლისის მონაცემები

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 362.957 ადამიანი, გარდაიცვალა 5.516, აცრილია 334.199 პირი, ერთ დღეში აიცრა 8.448 ადამიანი
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.653-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 384.387-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 362.957 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 466), გარდაიცვალა – 5.516 (ბოლო 24 საათში – 13), კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.001 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.016 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.800კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.765, PCR–ტესტით – 16.035.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,75%, ბოლო 14 დღის - 4,31%, ბოლო 7 დღის - 4,67%.
სულ აცრილია 334.199 პირი, ერთ დღეში აცრილია 8.448 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0