„ვირის ხორცი...“ ია ფარულავა ამირან გამყრელიძეს დაუპირისპირდა

2307
(განახლებულია 18:42 15.07.2021)
ია ფარულავა ამირან გამყრელიძეზე გაბრაზდა და სოციალურ ქსელში მასზე კრიტიკული სტატუსი გამოაქვეყნა. ნახეთ რას წერს მსახიობი.

ცნობილი მსახიობი ია ფარულავა კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აპირებდა აცრას, მაგრამ საიტზე არსებული ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო რეგისტრაცია. მსახიობი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს მოუწოდებს, პენსიაზე გავიდეს.

„ამირან გამყრელიძე ოლიგარქი ვირის ხორცი, არაფერში გამოსადეგი კაცი. წადი პენსიაზე“, – წერს ფარულავა და კომენტარებში აღნიშნავს, რომ ვაქცინა, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ, საპატრიარქომ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა გაინაწილეს, სწორედ ამიტომ აღარ დარჩა ის რიგითი ადამიანებისთვის.

„ფაიზერით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 14 ივლისს დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ „ფაიზერის“ 28 000 დოზა მიიღო. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს საქართველოში და არსებული ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს ჯამში მილიონამდე დოზა.

ვაქცინით აცრა 16 ივლისიდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდა მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინისა, მალე გახდება ცნობილი, დამატებით რამდენი დოზა „ფაიზერი“ და როდის შემოვა აშშ-დან დონაციის სახით.

2307
თემები:
ქართველი სელებრითები (660)
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

7
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

7
თემები:
თბილისი დღეს
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

33
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

33