„ბევრი ადამიანი მეკითხება სოფია დედას რატომ არ გეძახისო“- თამო ვაშალომიძემ დუმილი დაარღვია

© Facebook / Tamo Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
სექსუალური ფოტოსესიებით განთქმული ფოტომოდელი უფროს შვილზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, პატარა სოფიას მეტყველების პრობლემები აქვს რაზეც თამომ დუმილი დაარღვია. რას ყვება პოპულარული ინსტა-ბლოგერი?
ფოტომოდელი, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მან თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა. თამომ ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. შემდეგ მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის მაქსიმეს სახე ეჩვენებინა, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა. ახლა კი, უფროსი ქალიშვილის გულის ამაჩუყებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც სოფიას რამდენიმე კითხვას უსვამს, გოგონა კი პასუხის გაცემას ცდილობს.
თამოს პირველ კითხვაზე რომელიც სოფიას ასაკს ეხება, გოგონამ გართულების გარეშე უპასუხა, ხოლო საკუთარი სახელის თქმა გაუჭირდა, რასაც თამომ ხაზი გაუსვა. პატარა გოგონას მეტყველების პრობლემა აქვს, რაზეც დედა-შვილი აქტიურად მუშაობს.
თამომ თაყვანისმცემლების მიერ დასმული კითხვაც განავრცო. მისი „ფოლოვერები“ აქტიურად ეკითხებიან თუ რატომ ეძახის სოფია დედას „გოგოს“. მოდელის თქმით, სოფია ოჯახის წევრებს აჰყვა, რადგან ისინიც „გოგოს“ ეძახიან. „ბევრმა ადამიანმა მომწერა სოფია „გოგოს“ რატომ გეძახის, ან „დედას“ რატომ არ გეძახის? მეძახის დედასაც, მაგრამ სახლში ყველა „გოგოს“ მეძახის“, - აცხადებს სექს-სიმბოლო.
მიუხედავად იმისა, რომ აკა სამხარაძეს თამომ ქვეყნად ვაჟი მოუვლინა, მამაკაცს მისთვის ხელი დღემდე არ უთხოვია. ამიტომ „ფოლოვერის“ კითხვაზე, თუ როდის აპირებს წყვილი ქორწილს, ვაშალომიძემ მორიდების გარეშე აღნიშნა, რომ ჯერ ნიშნობის ბეჭედს ელოდება.
სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს. თამო ვაშალომიძე მშობიარობის შემდეგ კი შეუდარებლად გამოიყურება.
ყველა ახალი ამბავი
0