https://sputnik-georgia.com/20210714/daiwyo-maswavleblebis-testireba-252315926.html
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T13:29+0400
2021-07-14T13:29+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908773_0:77:3367:1971_1920x0_80_0_0_53a9ade7b0d805ac194c5696f5e5c2ed.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დღეიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დღეს ტესტირება პროფესიულ უნარებში ტარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა 14, 15 და 16 ივლისს ჩატარდება.მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 3 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა.ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
https://sputnik-georgia.com/20210701/saqarTveloSi-erTiani-erovnuli-gamocdebi-daiwyo-252178912.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908773_319:0:3048:2047_1920x0_80_0_0_695bfeecf68940c43887f3eaea2374a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო
13:29 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) უწყების ცნობით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დღეიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დღეს ტესტირება პროფესიულ უნარებში ტარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა 14, 15 და 16 ივლისს ჩატარდება.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.
ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 3 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.