https://sputnik-georgia.com/20210714/ikanatia-natia-wiqarishvili-cxviris-operacia-252314024.html
ნახეთ როგორ მოუხდა ცხვირის ოპერაცია „იკანათიას“ ნათიას - ფოტოები
ნახეთ როგორ მოუხდა ცხვირის ოპერაცია „იკანათიას“ ნათიას - ფოტოები
Sputnik საქართველო
ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ ერთმანეთი რვა წლის წინ თურქეთში გაიცნეს და ერთი ნახვით შეუყვარდათ... 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T14:51+0400
2021-07-14T14:51+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251985550_0:227:2031:1375_1920x0_80_0_0_af59511845765eceb507811909432145.jpg
ქართველი ინფლუენსერები და იუთუბერები იკა და ნათია ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილია. მათ საერთო სოციალური ქსელი აქვთ და ხალხი მათ „იკანათიას“ სახით იცნობს. წყვილი აქტიური და ბევრისთვის საყვარელი ინფლუენსერია.რამდენიმე დღის წინ ნათიამ და იკამ 8 წლის წინანდელი ოცნება აიხდინეს და საკუთარი სახლი იყიდეს. ამ ამბიდან მალევე, ნათიას დაბადების დღის წინა დღეს, ინფლუენსერმა მოულოდნელად სურათი გამოაქვეყნა და ხელმომწერებს ახარა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.რინოპლასტიკამ კარგად ჩაიარა, ნათიამ რამდენიმე საათში ენერგია აღიდგინა და ლაივში ხელმომწერებსაც ესაუბრა. ღამის 12 საათზე კი დოლბანდებითა და ფერადი საღამურებით ნათიამ დაბადების დღე აღნიშნა. Happy birthday to me – დაწერა ინფლუენსერმა „ინსტაგრამზე“.იმავე საღამოს სახლიდან იკამაც მოულოცა მეუღლეს დაბადების დღე და თბილი ტექსტით „ინსტაგრამის“ „სთორიში" ყველაფერი საუკეთესო უსურვა. „ახლა მინდა შენ გვერდით ვიყო, მაგრად ჩაგეხუტო და გითხრა, რომ მაბედნიერებ“, – წერს ირაკლი „სთორიში“.როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნათია ამ ოპერაციას დიდი ხანი ელოდა და ეს დიდი ცვლილება სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. იკანათია უკვე წლებია ცოლქმარი არიან, წყვილს პატარა გოგონა ჰყავს და სოციალურ ქსელში თანდათან უფრო და უფრო წარმატებული ხდებიან. ცხვირის ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ნათიას ფოტოებში აშკარა სხვაობაა. ვლოგერს ოპერაცია აშკარად მოუხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251985550_0:163:2031:1439_1920x0_80_0_0_5a6239e5eed72d1e3da27de8784a1d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
ნახეთ როგორ მოუხდა ცხვირის ოპერაცია „იკანათიას“ ნათიას - ფოტოები
14:51 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ ერთმანეთი რვა წლის წინ თურქეთში გაიცნეს და ერთი ნახვით შეუყვარდათ...
ქართველი ინფლუენსერები და იუთუბერები იკა და ნათია ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილია. მათ საერთო სოციალური ქსელი აქვთ და ხალხი მათ „იკანათიას“ სახით იცნობს. წყვილი აქტიური და ბევრისთვის საყვარელი ინფლუენსერია.
რამდენიმე დღის წინ ნათიამ და იკამ 8 წლის წინანდელი ოცნება აიხდინეს და საკუთარი სახლი იყიდეს. ამ ამბიდან მალევე, ნათიას დაბადების დღის წინა დღეს, ინფლუენსერმა მოულოდნელად სურათი გამოაქვეყნა და ხელმომწერებს ახარა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
რინოპლასტიკამ კარგად ჩაიარა, ნათიამ რამდენიმე საათში ენერგია აღიდგინა და ლაივში ხელმომწერებსაც ესაუბრა. ღამის 12 საათზე კი დოლბანდებითა და ფერადი საღამურებით ნათიამ დაბადების დღე აღნიშნა. Happy birthday to me – დაწერა ინფლუენსერმა „ინსტაგრამზე“.
იმავე საღამოს სახლიდან იკამაც მოულოცა მეუღლეს დაბადების დღე და თბილი ტექსტით „ინსტაგრამის“ „სთორიში" ყველაფერი საუკეთესო უსურვა. „ახლა მინდა შენ გვერდით ვიყო, მაგრად ჩაგეხუტო და გითხრა, რომ მაბედნიერებ“, – წერს ირაკლი „სთორიში“.
როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნათია ამ ოპერაციას დიდი ხანი ელოდა და ეს დიდი ცვლილება სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. იკანათია უკვე წლებია ცოლქმარი არიან, წყვილს პატარა გოგონა ჰყავს და სოციალურ ქსელში თანდათან უფრო და უფრო წარმატებული ხდებიან. ცხვირის ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ნათიას ფოტოებში აშკარა სხვაობაა. ვლოგერს ოპერაცია აშკარად მოუხდა.