https://sputnik-georgia.com/20210714/tika-pacacias-koronavirusi-meored-shexvda-252313770.html
„მოვიდა დრო გითხრათ, რატომ არ ვჩანდი...“ - თიკა ფაცაციას კორონავირუსი მეორედ შეხვდა
„მოვიდა დრო გითხრათ, რატომ არ ვჩანდი...“ - თიკა ფაცაციას კორონავირუსი მეორედ შეხვდა
Sputnik საქართველო
თიკა ფაცაციამ საზოგადოებას გაუმხილა, რატომ არ ჩანდა მცირე პერიოდი არც ტელევიზიაში და არც სოციალურ ქსელებში 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T11:25+0400
2021-07-14T11:25+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248958758_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_558fd8a0c5f17321baadb2413d042c31.jpg
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ ფაცაციამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელდა, თუმცა მისგან განსხვავებით მისმა ახლობლებმა დაავადება მძიმედ გადაიტანეს.ფაცაციას თქმით, ამჯერად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა დაავადება და ანტისხეულებიც ჰქონდა, თუმცა არ აცრილა და ალბათ აცრაა ერთადერთი გამოსავალი, არ დაავადდე და შემდეგ სხვას არ გადასდო ეს ვერაგი ვირუსი. მისი თქმით, პირველად კორონავირუსი 9 თვის წინ ჰქონდა.ცნობილი ტელესახისთვის გასული 2020 წელი არც ისე შესაშური გამოდგა, მიუხედავად ამისა, თიკა მალევე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. ყოფილი მომღერალი თვითიზოლაციაში ორჯერ მოხვდა. ერთხელ ცნობილ კოლეგებთან არჩილ სოლოღაშვილთან და გვანცა დარასელიასთან ერთად, როდესაც კორონავირუსზე ეჭვი ჰქონდათ და მეორედ უკვე სრულიად მარტო. დაბადების დღეც მარტოობაში გაატარა.დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 39 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს.თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. ყველას აინტერესებს თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და ამ გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0d/248958758_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_f25ec061558ddcc8bc9838aa81f3d5c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„მოვიდა დრო გითხრათ, რატომ არ ვჩანდი...“ - თიკა ფაცაციას კორონავირუსი მეორედ შეხვდა
11:25 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) თიკა ფაცაციამ საზოგადოებას გაუმხილა, რატომ არ ჩანდა მცირე პერიოდი არც ტელევიზიაში და არც სოციალურ ქსელებში
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ ფაცაციამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელდა, თუმცა მისგან განსხვავებით მისმა ახლობლებმა დაავადება მძიმედ გადაიტანეს.
ფაცაციას თქმით, ამჯერად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა დაავადება და ანტისხეულებიც ჰქონდა, თუმცა არ აცრილა და ალბათ აცრაა ერთადერთი გამოსავალი, არ დაავადდე და შემდეგ სხვას არ გადასდო ეს ვერაგი ვირუსი. მისი თქმით, პირველად კორონავირუსი 9 თვის წინ ჰქონდა.
ცნობილი ტელესახისთვის გასული 2020 წელი არც ისე შესაშური გამოდგა, მიუხედავად ამისა, თიკა მალევე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. ყოფილი მომღერალი თვითიზოლაციაში ორჯერ მოხვდა. ერთხელ ცნობილ კოლეგებთან არჩილ სოლოღაშვილთან და გვანცა დარასელიასთან ერთად, როდესაც კორონავირუსზე ეჭვი ჰქონდათ და მეორედ უკვე სრულიად მარტო. დაბადების დღეც მარტოობაში გაატარა.
დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 39 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს.
თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. ყველას აინტერესებს თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და ამ გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.