ბათუმში გამოფენა „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
სამეცნიერო ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ბულვარში გაიმართება
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik.  სამეცნიერო გამოფენა „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ბათუმში 21 სექტემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ღონისძიების მთავარი მიზანი სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესებაა.
გამოფენის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების, სამეცნიერო დაწესებულებებისა და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სანახაობრივი ღონისძიება პროექტის „მეცნიერების კალენდარი - 2021“-ის ფარგლებში ჩატარდება. ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად პროექტში ჩართვა შეუძლიათ  სხვადასხვა სამეცნიერო კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებსაც. 
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
„ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ - განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ზღვის თემატიკასთან დაკავშირებულ აქტივობებში. დაგეგმილია ტრენინგები  საზღვაო ნარჩენების მავნებლობის საკითხებზე, საზღვაო კვლევები, გემით ზღვაზე გასვლა, სასწავლო ვიდეოფილმების ჩვენება, რეპორტაჟი ზღვის ფსკერიდან და ა.შ.
გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნება შავი ზღვისა და სანაპირო ზოლის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგები, ჩატარდება გამოფენები, პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსპერიმენტები, სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია.
სამეცნიერო ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები. კერძოდ,  თსუ, ილიაუნი, სტუ, კავკასიის საერთაშორისო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0