https://sputnik-georgia.com/20210713/SesaZlebelia-Tu-ara-Cinuri-vaqcinebiT-acrilebis-sazRvargareT-mogzauroba-252307104.html
შესაძლებელია თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობა
შესაძლებელია თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოგზაურობის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ... 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T15:36+0400
2021-07-13T15:36+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251772762_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_8ef8d67edaf4d1666f2edbdbba15678b.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩინური ვაქცინები – Sinopharm-ი და Sinovac-ი იმ შვიდ ვაქცინას შორისაა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამები იმარჯვებენ ვაქცინებთან რბოლაში>>მისი ინფორმაციით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ცნობენ ამ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია აცრილი ადამიანების მოგზაურობა.„მოგზაურობისთვის მთავარი დოკუმენტი ამ დროისთვის ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტია. ვაქცინაცია ძირითადად არის მოთხოვნილი ისეთი დიდი თავშეყრის ადგილებში ცხოვრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სტუდენტების კამპუსი, ასევე რაიმე დიდი თავყრილობისთვის", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ! „დელტა" შტამი ბავშვებს განსაკუთრებით აზიანებს>>ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.
https://sputnik-georgia.com/20210713/gamyreliZis-axali-iniciativa-vis-dauSveben-konferenciebs-da-Sekrebebze-252306955.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251772762_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_fb7d9395d2accb5e77f950c379b623c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
შესაძლებელია თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობა
15:36 13.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოგზაურობის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩინური ვაქცინები – Sinopharm-ი და Sinovac-ი იმ შვიდ ვაქცინას შორისაა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ცნობენ ამ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია აცრილი ადამიანების მოგზაურობა.
„მოგზაურობისთვის მთავარი დოკუმენტი ამ დროისთვის ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტია. ვაქცინაცია ძირითადად არის მოთხოვნილი ისეთი დიდი თავშეყრის ადგილებში ცხოვრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სტუდენტების კამპუსი, ასევე რაიმე დიდი თავყრილობისთვის", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.