კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.862-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 379.673-ს მიაღწია.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.862 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.136 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 164, კახეთი – 115, ქვემო ქართლი – 104, აჭარა – 98, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 64, შიდა ქართლი – 56, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28, გურია – 11.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360.558-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.479-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.610 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.705 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.266, იმერეთში – 417, აჭარაში – 187.
728 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 180 პირი, მათგან თბილისში – 133, იმერეთში – 9, აჭარაში – 2. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 924 ადამიანი, მათ შორის 677 – თბილისში, 242 – აჭარაში. 8.981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9.005 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.173, იმერეთში – 1.032, აჭარაში – 847.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.862-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 379.673-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0