აქცია

„მოერიდეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას": აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

83
(განახლებულია 22:05 12.07.2021)
საქართველოს დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა – მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით მორიგ აქციას 18:00 საათზე მართავს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს თბილისის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საელჩო დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამემამულეებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

„ხალხმრავლობაში შესაძლებელია შეიქმნას არაპროგნოზირებადი ვითარება, ადგილი ჰქონდეს დაპირისპირებას აქციაზე მყოფებსა და პოლიციას შორის, მაქსიმალურად მოერიდეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში გუშინ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია. ლაშქარავა 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. ტელეოპერატორი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. 11 ივლისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა. მასმედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ დღესაც გამართავენ – 18:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ლიდერები საკუთარ გეგმებზე ისაუბრებენ.

არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.

საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.

შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც.

83
თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

18
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

18
ვაქცინაციის ცენტრი სავაჭრო ცენტრ Hualing Plaza-ში

საქართველოში უცხოელთათვის ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა: ვინ შეძლებს აცრას

37
უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამ კლინიკაში შეძლებენ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციართა იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ.

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის წინ შემოვიდა.
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე.
  • საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • საქართველოს მოქალაქეთა ოჯახების არარეზიდენტი წევრები;
  • ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მცხოვრებნი;
  • სადამკვირვებლო მისიების თანამშრომლები და საერთაშორისო დონორების მისიები.

როგორ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი

უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

აღნიშნული კატეგორიების უცხოელების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ განხორციელდება.

37