„დავეხმარებით შეშინებულ და მარტო დარჩენილ დედებს“ – სალი წვერავას ინიციატივა

© Photo: Sali Tsverava / FBსალი წვერავა და გიორგი ჯობავა
სალი წვერავა და გიორგი ჯობავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ქართველი ვლოგერების გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას წყვილს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებსა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხელმომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.
სალი და გიორგი ხშირად მოგზაურობენ ეგზოტიკურ ქვეყნებში და ულამაზეს ფოტო და ვიდეოკადრებსაც აქვეყნებენ. ამჯერად წყვილმა დიდი ხნის სურვილის ასრულება და სეიშელის კუნძულებზე გამგზავრება შეძლო, საიდანაც მათ უკვე არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს.
სწორედ სეიშელის კუნძულებზე ყოფნისას გამოთქვა სალი წვერავამ ინიციატივა – დახმარებოდა მარტოხელა დედებს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მიეცა მათთვის განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა.
სალიმ გამოაქვეყნა ძველი ფოტოები, როცა 19 წლის ასაკში მისი შვილი ერთი წლის გახდა, მას კი ჯიბეში მხოლოდ 8 ლარი ედო, რითიც იყიდა დონატი, ჩაარჭო სანთელი და ასე აღუნიშნა შვილს პირველი დაბადების დღე.
„ჩემი ემოციებისა და შიშის მიუხედავად, ეს დღე ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან სწორედ ამ დღეს დავპირდი მას, რომ 2 წლის იუბილეზე გრანდიოზულ წვეულებას გავუკეთებდი დიდი ტორტით და ასეც მოხდა. ამ ერთ წელიწადში ყველაფერი გავიარე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს პირობა ამესრულებინა. ამ ერთ წელში ბევრი ადამიანი დამეხმარა ჩემი ფარული ძალების აღმოჩენაში, ამ ერთ წელში გამოვიყენე ყველა შესაძლებლობა, რაც მომეცა სამყაროსა და ღმერთისგან. მინდა, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენო, მინდა, რომ მივცე შესაძლებლობები მარტოხელა დედებს, იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ამ ყველაფერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ. დახმარებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ მხარეს. ეს იქნება გზა მათი განვითარებისთვის. დავემხარებით შეშინებულ და მარტო დარჩენილ დედებს, რომ აღმოაჩინონ ის ფარული ძალები, რაც აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იციან“, – წერს სალი წვერავა.
წყვილი ამბობს, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.
ყველა ახალი ამბავი
0