ნინო ჩხეიძე კახა კორახაშვილი

„ზუს­ტად ათ დღე­ში ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი...“ ნინო ჩხეიძეს თავს დაუჯერებელი ამბავი გადახდა

1829
(განახლებულია 21:11 12.07.2021)
რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აჩ­ნია, რომ პუტ­კუ­ნა და საყ­ვა­რე­ლი ხარ, ან გა­დის დრო და შვი­ლი არ გიჩ­ნდე­ბა. ამ მძი­მე თე­მებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას­თან გა­და­ცე­მა­ში ნინო ჩხე­ი­ძემ ისა­უბ­რა.

ცნობილმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ საზოგადოებას უცნობი ისტორია გაანდო. მომღერალი იხსენებს, რომ ქორწილში უკვე ორსულად იყო, მაგრამ სამ თვეზე მეტი ხნის ნაყოფი დაკარგა. მისი თქმით, მეუღლე გვერდში დაუდგა, თუმცა მისთვის ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, ამაზე დედასთანაც კი არ უსაუბრია.

„არ ვიმ­ჩნევ­დი, ვამ­ბობ­დი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა კი­დევ გავ­ხდე­ბი დედა, მაგ­რამ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მეს­მო­და, მო­გე­შა­ლა მუ­ცე­ლი? - არ მინ­და გი­თხრა, მაგ­რამ ჩემს ახ­ლო­ბელს მო­ე­შა­ლა და აღარ გა­უჩ­ნდა ბავ­შვი. და­მე­წყო პა­ნი­კა, რომ აღარ და­ვორ­სულ­დებოდი, თან ისე­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არ შე­იძ­ლე­ბო­და ორ­სუ­ლო­ბა. არ ვიმ­ჩნევ­დით, მაგ­რამ და­ძა­ბუ­ლი იყო მთე­ლი ოჯა­ხი, ისევ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამო“, – იხსენებს მომღერალი.

მისი თქმით, ამ ამ­ბი­დან შვი­დი-რვა თვის შემ­დეგ ის და გი­ორ­გი თურ­ქეთ­ში წავიდნენ და­სას­ვე­ნებ­ლად და მო­ხვდნენ წმინ­და მა­რი­ა­მის საფ­ლავ­ზე. ამ­ბობ­დნენ, რომ იქ მი­დი­ოდ­ნენ უშ­ვი­ლო­ე­ბი, ავად­მყო­ფე­ბი და იქი­დან წა­მო­სუ­ლებს ყვე­ლას უხ­დე­ბო­და სურ­ვი­ლი.

„ძა­ლი­ან ვთხო­ვე, ღმერ­თო, გეხ­ვე­წე­ბი, ამის­რუ­ლე ეს სურ­ვი­ლი და თუ შვი­ლი გა­მიჩ­ნდე­ბა, მა­რი­ამს და­ვარ­ქმევ-მეთ­ქი. ჩა­მოს­ვლი­დან ზუს­ტად ათ დღე­ში ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად გჯე­რო­დეთ, მთა­ვა­რია რწმე­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი გოგო ვიცი, ვერ ორ­სულ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის გამო და ყვე­ლას ვუყ­ვე­ბი ჩემ ის­ტო­რი­ას“, – ამბობს მომღერალი.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქიც შეიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

1829
თემები:
ქართველი სელებრითები (660)
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

9
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

9
ვაქცინაციის ცენტრი სავაჭრო ცენტრ Hualing Plaza-ში

საქართველოში უცხოელთათვის ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა: ვინ შეძლებს აცრას

33
უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამ კლინიკაში შეძლებენ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციართა იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ.

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის წინ შემოვიდა.
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე.
  • საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • საქართველოს მოქალაქეთა ოჯახების არარეზიდენტი წევრები;
  • ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მცხოვრებნი;
  • სადამკვირვებლო მისიების თანამშრომლები და საერთაშორისო დონორების მისიები.

როგორ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი

უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.

აღნიშნული კატეგორიების უცხოელების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ განხორციელდება.

33