„უკანასკნელად ვნახე და ეს მთხოვა...“ – რა უთხრა მეგობარს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავამ

© courtesy of Miranda Bagaturiaმირანდა ბაღათურია
მირანდა ბაღათურია - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 11 ივლისის დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირ­ვე­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია, რო­მე­ლიც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ერ­თად 5 ივ­ლისს ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და, ოპე­რა­ტორ­თან ბოლო სა­უ­ბარს იხ­სე­ნებს და ამბობს, რომ არაფრის მტკიცებას არ დაიწყებს, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი, თუმცა დარწმუნებულია – ის, რომ ლექსო აღარ არის, იმ დღეს მის სასტიკ ცემასთანაა დაკავშირებული.
„სისტემა კლავს!“ - აქცია კანცელარიასთან 11.07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
შსს ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაცვალებამდე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო
მისი თქმით, დაპირისპირებისას ოპერატორი მას გა­დაე­ფა­რა და ეს კი­დევ ათ­მა­გად მძი­მეა მისთვის, იმი­ტომ რომ მას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და იმ დღეს.
„ოცამ­დე ადა­მი­ა­ნი ურტყამ­და და ურტყამ­და საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ის რომ ცო­ცხა­ლი იყო იმ წამს და ახლა, ხუთი დღის მერე რომ ცო­ცხა­ლი აღარ არის, არ ვიცი, რა ვთქვა. გუ­შინ ბო­ლო­ჯერ ვნა­ხე ლექ­სო, მი­თხრა – მი­რან­და, ამ საქ­მეს სტრას­ბურ­გში ხომ წა­ვი­ღებ­თო. მე ვუ­თხა­რი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ერ­თად წა­ვი­ღებთ–მეთ­ქი. ახლა ლექ­სო ვერ წა­ი­ღებს, თუმ­ცა მის ნაც­ვლად, არა მ­ხო­ლოდ ჩემი თა­ვის­თვის, არა­მედ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ლექ­სოს უფ­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ, იმ­დე­ნი წელი, რამ­დე­ნიც ვი­არ­სე­ბებ და იმ­დე­ნი წელი, რამ­დე­ნიც ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვიქ­ნე­ბი“, – აცხადებს ჟურნალისტი.
მირანდას თქმით, რაც არ უნდა თქვას ექ­სპერ­ტი­ზამ, რა ზე­მოქ­მე­დე­ბაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სხვა, სიკვდილი აუ­ცი­ლებ­ლად იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მას მი­ად­გა 5 ივ­ლისს.
ლექსო ლაშქარავა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში მიასვენეს
„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 11 ივლისის დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და იმ დღესვე ჩაუტარდა ოპერაცია.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავა ბარბაცებს, ვერ იკავებს წონასწორობას და ძირს ეცემა, შემდეგ ფეხზე დგება და სახლში მიდის.
შსს-მ გაავრცელა ალექსანდრე ლაშქარავას 10 ივლისს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალები. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეოკამერების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, აცხადებენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0