მარტვილის კანიონთან სავაჭრო პავილიონები მოეწყობა

© photo : Administration Governor of Samegrelo-Zemo Svaneti region / FBმარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
გასულ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში პროექტების დაფინანსებისთვის მთლიანობაში 836 ათასზე მეტი ლარი გამოიყო.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო პავილიონები მოეწყობა, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი სავაჭრო პავილიონების მოწყობა ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ანალოგიური პროექტი ხორციელდება აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, ცენტრალური გზის მიმდებარედ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებსა და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორ ოთარ კონჯარიასთან ერთად გაეცნო.
მარტვილის კანიონი
სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის შემდეგ სენაკში, ნოქალაქევის კომპლექსის მახლობლად თოკების პარკის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. თოკების პარკი გასულ წლის შემოდგომაზე გაიხსნა და დღეისთვის რეგიონში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში კიდევ სამი პროექტი დაფინანსდა – უკვე დასრულებულია ზუგდიდში ეთნოცენტრი, ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კლდეზე ცოცვის ატრაქცია.
გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0