ნახეთ რომელი მაღალჩინოსნის რძალია ნანუკა გუდავაძის და – რა ქონებას ფლობს ოჯახი

© courtesy of Ani Gudavadzeბერა ივანიშვილი, ნანუკა გუდავაძე, ანი გუდავაძე და ნიკუშა ფიცხელაური
ბერა ივანიშვილი, ნანუკა გუდავაძე, ანი გუდავაძე და ნიკუშა ფიცხელაური - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
დები ანი და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე­ე­ბი, რო­ლებ­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რამდენიმე წლის წინ არ იც­ნობ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­თხოვ­დნენ.
ცნობილი ოჯახის რძლის, მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის და ანი გუ­და­ვა­ძე ნა­ნუ­კა­ზე ადრე გა­თხოვ­და და დის ქორ­წილს ორ­სუ­ლი ეს­წრე­ბო­და. მისი მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი ნიკა ფი­ცხე­ლა­უ­რია, მა­მამ­თი­ლი კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.
შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი მა­ნამ­დე მაშინდელი შინაგან საქმეთა მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მრჩე­ვე­ლი იყო. შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პერიოდში, 1976 წლი­დან სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ის უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან შენ­გე­ლი ფი­ცხე­ლა­უ­რი 2003 წელს გა­უშ­ვეს.
 
ქონებრივ დეკლარაციაში ფიცხელაურს ნაღდი ფულის წყაროდ „გთუნის” მეწილის დივიდენდები აქვს მითითებული. „გთუნი” გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტია, დეკლარაციის თანახმად, ფიცხელაური სასწავლებლის 12%-ს ფლობს და წილის ფლობის გრაფაში შემოსავლად 2018 წელს 11.400 ლარი აქვს მითითებული.
დეკლარაციის თანახმად, 15000 USD ნაღდი ფული აქვს ფიცხელაურის მეუღლეს, წყაროდ ასევე კერძო ბიზნესია მითითებული. ფიცხელაურს დეკლარაციაში შევსებული არა აქვს ანაზღაურების გრაფა, თუმცა, სუს-ის ინფორმაციით, ის 2009 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილეობამდე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, ფიცხელაური და მისი მეუღლე ფლობენ არაერთ უძრავ ქონებას – სახლს, მიწას და ბინებს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, სუს-ის უფროსის მოადგილემ და მისმა ცოლმა შვილს საჩუქრად გადასცეს 15, 100 და 20 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ფიცხელაურს გენერალ-მაიორის წოდება აქვს და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 1993-2016 წლებში ის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ანი გუ­და­ვა­ძის სტი­ლი ძა­ლი­ან ჰგავს პო­პუ­ლა­რუ­ლი დის სტილს. გო­გო­ნებს ახალ­გაზ­რდა დედა ჰყავთ, მას ვა­კე­ში ერთ-ერთი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ლო­ნი აქვს, რომ­ლის მე­ნე­ჯე­რიც ანია.
ყველა ახალი ამბავი
0