ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უსიმპათიურესი ქმარი ჰყავს – ნახეთ წყვილის ფოტოები

მარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლს 30 წლის ასაკ­ში უკვე შთამ­ბეჭ­და­ვი კა­რი­ე­რა აქვს. ის ეკო­ნო­მი­კი­ს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ ორი თვის წინ და­ი­ნიშ­ნა. ქვრი­ვიშ­ვი­ლი ტუ­რიზ­მის, ავი­ა­ცი­ი­სა და კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს ხელმძღვანელობს.
მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე პა­რა­ლა­მენ­ტში ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. დეპუტატო­ბამ­დე კი - 2019-2020 წლებ­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.
2012-2014 წლებ­ში მას ამა­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის პოს­ტი ეკა­ვა, ხოლო 2014 წლი­დან 2019 წლამ­დე ტუ­რო­პე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია „ვო­ი­ა­ჟე­რის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ამავდრო­უ­ლად ავი­ა­კომ­პა­ნია „ფლაიდუბაის“ რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი იყო. 2010-2012 წლებ­ში ქვრი­ვიშ­ვი­ლი „აჭა­რა ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ESM Business School) მა­გის­ტრა­ტუ­რის კან­დი­და­ტი, ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტე­ტი (მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით) და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ქალაქ ბერკლიში (University of California, Berkeley).
კერ­ძო სექ­ტორ­ში მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის Flynas-ისა დ Salam Air-ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გახ­სნის პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბა და მარ­თვა, ასე­ვე ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნა და პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რი­რე­ბა, პარტნი­ორ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გახ­სნა და ა.შ.
ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი­ცაა. ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კოს­მა უკვე ბევ­რი რა­მის მოს­წრე­ბა შეძ­ლო. მისი კა­რი­ე­რა­სა­ვით შთამ­ბეჭ­და­ვია მა­რი­ა­მის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაც. რო­გორც მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ვი­გებთ, მისი მე­უღ­ლე 1992 წელს სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ (ოთო) ბე­რიშ­ვი­ლია. ის, მა­რი­ა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კერ­ძო სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე­ობს.
რო­გორც მა­რი­ა­მის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ის არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის (შპს „გემო-96“, შპს „რუ­ბი­კო­ნი 1“, შპს „კუ­რორ­ტი აბას­თუ­მა­ნი სა­ნა­ტო­რი­უ­მი არა­ზინ­დო“, შპს „ს ბა­თუ­მი“, სს „და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი შუ­ქუ­რა“, შპს „ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქი“) დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. მას­ვე უკა­ვია შპს „აჭა­რა ჯგუ­ფი­სა“ და სს „ნი­ნოს" ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცია, სა­დაც შე­მო­სავ­ლის სა­ხით 81.085 და 7.890 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი; შპს „კო­ლექ­ტივ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კი შე­მო­სა­ვალ­მა 36.000 ლარი შე­ად­გი­ნა.
ოთო ბე­რიშ­ვი­ლი ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს Mercedes - E Class-ს, ორ ბი­ნას თბი­ლის­ში და კი­დევ ერთი ბი­ნის 33,3%-იან წილს. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე 10.064 ლარი ჰქონ­და. ოთო და მა­რი­ა­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბას ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ოჯა­ხურ იდი­ლი­ა­ზე შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ იმ კო­მენ­ტა­რე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი უწე­რენ.
ყველა ახალი ამბავი
0