თავი ვერ გაართვეს – თბილისის მერიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
კომპანიამ დადგენილ ვადებში ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დასრულებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ სამგორში მრავაფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე. 
ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
თბილისის ცენტრში ისტორიული შენობების რესტავრაცია 2023 წელს დასრულდება
საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია, რომელთა მშენებლობაც სამგორსა და დიდ დიღომში უკვე დაწყებულია, ითვალისწინებს ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების, ფიტნეს–ზონების, აუზების, მედიათეკის, კაფესა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას.
კალაძის თქმით, სამგორში ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.
„მრავალფუნქციური კომპლექსები ძალზე კარგი იდეაა, სადაც ყველა ეს შესაძლებლობები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მაგრამ ერთ-ერთ ობიექტზე პრობლემები შეიქმნა – კონტრაქტორი (სამწუხაროა, რომ ასეთი კომპანიები არსებობს) ვერ გაუმკლავდა სამუშაოებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, სამუშაოები 2021 წლის 17 ივნისისთვის – 610 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ავანსის სახით კომპანიამ პროექტის ღირებულების 25% – 2.989.996 ლარი მიიღო. იგი ასევე სარგებლობდა ყველა იმ შეღავათით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის იყო დადგენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამუშაოები არ შესრულდა. 
ყვითელი მარშუტკა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
კალაძე: მალე ქალაქში არც ერთი ძველი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს
გარდა ამისა, მერის განცხადებით, ობიექტზე მუდამ ფიქსირდებოდა მუშახელისა და სამშენებლო მასალების უკმარისობა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, გამოყენებული იქნა ასევე საჯარიმო სანქციები. დღეისათვის სამუშაოების ღირებულების 27,9%-ია ათვისებული.
„ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია მიზანშეწონილად აღარ თვლის კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ჩვენ დარჩენილი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე ვმუშობთ, ობიექტის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0