კალაძე: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე
მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს განვითარების ფონდი აწარმოებს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა. გამომდინარე იქიდან, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თითოეულ ორნამენტსა თუ დეტალს, დასძინა მერმა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად ჩატარდება მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაციის პროექტის ბიუჯეტი 33,7 მლნ ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია და ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0