საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

© Sputnik / Natia Kvartskhavaგამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები
გამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ის აბიტურიენტები, რომლებსაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, დამატებით საგამოცდო სესიაზე გავლენ.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათგან 11 – თბილისში, 3-3 – ბათუმსა და ქუთაისში, თითო-თითო ცენტრი – ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
კერძოდ, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. რეგულაციების მიხედვით, 2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. ასევე მაგიდებს შორის დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი.
ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი. ასევე წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
თბილისის მერია გამოცდების პერიოდში ავტობუსებს დაამატებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აბიტურიენტს გამოცდიდან მოხსნიან.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. „ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0