ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
შემოქმედებითი თავისუფლებისა და მხატვრული თვალთახედვის გამო მეგობრები ნიჟარაძეს პაბლო პიკასოს ადარებდნენ და ამიტომაც „პიკოს“ ეძახდნენ.

თბილისი, 25 ივნისის – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

ზურაბ ნიჟარაძემ 1955 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორის თანამდებობა ეკავა. იგი მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 

სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გარდაიცვალა განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია

1955 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, მხატვართა კავშირში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

შემოქმედებითი თავისუფლებისა და მხატვრული თვალთახედვის გამო მეგობრები ზურაბ ნიჟარაძეს პაბლო პიკასოს ადარებდნენ და ამიტომაც „პიკოს“ ეძახდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0