საქართველო ესტონეთისგან საჩუქრად 100 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

CC BY-SA 2.0 / Ville Säävuori / Flag of Estoniaესტონეთის დროშა
ესტონეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 225.666 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 76.944 ადამიანი.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 100 ათას დოზას საჩუქრად გადასცემს, ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ტიკარაძე: საქართველოს ვაქცინების ფართო ასორტიმენტი ექნება

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის მთავრობა AstraZeneca-ს ვაქცინების 900 ათას დოზას სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გადასცემს, რომელთა რიცხვში შედიან საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 ათასი დოზა, ასევე 100 ათასი დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების დიდი არჩევანი ექნებათ.

საქართველოს მოსახლეობისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომია Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები. ხელისუფლება ასევე გეგმავს Moderna-ს, Jonson&Jonson-ის და Novovax-ის ვაქცინების შემოტანას.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0