Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ქმარი წყნეთის აგარაკზე მწვადს წვავს – ლევ დენგოვი ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ქეთა თოფურია ოჯახთან ერთად საქართველოს სტუმრობს. ქეთას მეორე ქმარი ლევ დენგოვი წყნეთში მასთან ერთად იმყოფება.

მომ­ღე­რალ ქეთა თო­ფუ­რი­ას უფ­რო­სი შ­ვი­ლი ოლი­ვია გე­იხ­მა­ნი 6 წლის გახ­და. ქე­თამ გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში, წყნე­თის აგა­რაკ­ზე გა­და­უ­ხა­და, და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი კი ხელ­მომ­წე­რებს „ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­უ­ზი­ა­რა.

ქეთა საქართველოში ოჯახთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ წვავს აგარაკზე მწვადს.

ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.

ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.

ყველა ახალი ამბავი
0