COVID-19 საქართველოში – 17 ივნისის მონაცემები

© AFP 2024 / JUSTIN TALLISლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 342.720 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.114, კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.926 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 602 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 342.720 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 945), გარდაიცვალა – 5.114 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.926 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 602 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.668 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.809, PCR–ტესტით – 14.859.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

სულ აცრილია 221.156 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.302 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0