თბილისში 1300-ზე მეტი ფასიანი საპარკინგე ადგილი გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerფასიანი პარკირება
ფასიანი პარკირება - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის – კოტე აფხაზის, პეკინის ქუჩებსა და ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირება დედაქალაქში დამატებით 1.315 საპარკინგე ადგილზე ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ზონალურ-საათობრივი პარკირება - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაცია 7 ივნისიდან განახლდება

თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით. აღნიშნული სისტემა ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქმედებს.

„შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ–საათობრივი პარკირება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ–საათობრივი პარკირება", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ასევე გლდანში 126 ზონალურ–საათობრივი საპარკინგე ადგილი გამოიყოფა, მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე – 117, დიდუბეში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ კი 281 ადგილი.

თბილისის მერის განცხადებით, პარკირება ზემოხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია. 

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება. მათ უფლება აქვთ, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0