Бюст

როგორ გავიზარდოთ მკერდი ოპერაციის გარეშე ეფექტური საშუალებები

191
(განახლებულია 21:14 11.06.2021)
შეუძლიათ თუ არა პროდუქტებს მკერდის ზომა შეცვალონ? თანამედროვე მედიცინა ამ კითხვას დადებითად პასუხობს – დიახ, შესაძლებელია, მკერდი ოპერაციების გარეშე გაიდიდოთ.

პატარა მკერდი თუ გაქვთ, ამის მთვარი მიზეზი ჰორმონ ესტროგენის ნაკლებობაა. ქალის სხეულის ფორმებს სწორედ ეს ჰორმონი განსაზღვრავს. მიაჩნიათ, რომ კამა ამ პრობლემას ეფექტურად აგვარებს. ქალებს ურჩევენ, მიირთვან კამა, რადგან ამ მცენარემ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ქალისთვის ესტროგენის მიმწოდებლის სახელი. კამა მეძუძური დედის ჩაის რაციონში ხშირად შეაქვთ.

დალიეთ ნატურალური ლუდი. უკვე დიდი ხანია მიჩნეულია, რომ ლუდი მკერდის ზომას ცვლის. სასურველია ახლად მოდუღებული ლუდი თვეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში დალიოთ.

საკვებ რაციონში შეიტანეთ სოიო და ბარდა, ეს მარცვლეული ყველასთვის ხელმისაწვდომი და საკმაოდ გემრიელიცაა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მიირთვათ და სასურველ შედეგს დაელოდოთ. ცილებს დიდი რაოდენობით შეიცავს შვრია, ყავისფერი ბრინჯი და ქერი. ამ პროდუქტებით მკერდის გადიდებასთან ერთად კუჭ-ნაწლავს გაიწმენდთ და წელის ზომასაც დაიპატარავებთ.

მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. მათი დიდი რაოდენობით მიღება ქალის ორგანიზმში ჰორმონულ ბალანს დაიცავს და არ მისცემს ტესტოსტერონს - მამაკაცურ ჰორმონს მომატების საშუალებას. მკერდის ოპერაციების გარეშე გაზრდა შესაძლებელია ჯანსაღი ცხიმების რეგულარურად მიღებით. სელის ზეთი, ზეთისხილი, ავოკადო, სეზამის თესლი. ასევე კარგია მცენარეული ზეთები. დიდი რაოდენობით ჯანსაღ ცხიმს შეიცავს ზღვის თევზიც.

მოგეხსენებათ, რომ ქალის მკერდს ლამაზ ფორმას აძლევს ცხიმოვანი ქსოვილი. შეგიძლიათ ცხიმები ძალიან კალორიული საკვებით მოიმატოთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ მკერდთან ერთად გაიზრდება წელის და თეძოების ზომებიც. გასახდომად კი ბევრი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. გთავაზობთ მაღალკალორიული პროდუქტების სიას და თავად გადაწყვიტეთ, მიირთვათ თუ არა: თეთრი პური, ბანანი, თაფლი, რძე. ამ პროდუქტებზე სამუდამოდ უარის თქმა იმის შიშით, რომ წონაში მოიმატებთ, არ ღირს, ხანდახან მიირთვით, რადგან ძალიან სასარგებლოა.

ხალხური მეთოდებიდან ყველაზე მარტივი და ყველასთვის ცნობილი მეთოდია კომბოსტო, რომელიც მართლაც უწყობს ხელს მკერდის ზრდას, ოღონდ უმნიშვნელოდ. შედეგის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ მოზარდობის ასაკში.

უსაფრთხო და გემრიელი ხალხური მეთოდი მკერდის გასაზრდელად არის თაფლიანი კაკალი. დავფაროთ კაკალი თაფლით და ვაცალოთ 5–7 დღე. ვჭამოთ თითო თითო კაკალი დღეში სამჯერ. ფრთხილად იყავით, თუ ალერგია გაქვთ თაფლზე.

ახალი მარწყვის ფოთლები (10–15 გრამი) უნდა მოიხარშოს მდუღარე წყალში ერთნაირ პროპორციებში რძესთან (100 მილიგრამი), გავაჩეროთ 30–40 წუთი და ვსვათ როგორც ჩვეულებრივი ჩაი დღეში ერთ-ორჯერ.

კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი მკერდის გასაზრდელად: ორი თვის განმავლობაში დღეში ერთხელ ჭამამდე გავაკეთოთ ½ სუფრის კოვზი ყვითელი კოჭა რძესთან ერთად.

191
თემები:
სასარგებლო რჩევები (532)
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

17
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

17
საპატრიარქო

მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

12
პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კვირის დასაწყისში მეუფე იაკობმა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი შეცვალა. გუშინ ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რათა ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს, თუმცა „პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

12
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ექვსის პლატფორმა: ანკარა თბილისთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას იხილავდა - ერდოღანი

0
პლატფორმაში შეიძლება შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი, აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.

ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.

„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება. მოდით შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

0